ოსკარების მოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში [ფოტო]
ოსკარების მოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში [ფოტო]

წელს ოსკარების დაჯილდოების 90-ე ცერემონია ჩატარდება. როგორ იცვლებოდა ამ დროის განმავლობაში და ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავები იქცევდნენ მედიისა და საზოგადოების ყურადღებას თავისი ჩაცმულობით.

საუკეთესო და გამორჩეულ კოსტიუმები სხვადასხვა წლის ოსკარების ცერემონიიდან – მსახიობების ჩამონათვალი BBC-მ შეადგინა.

 

2008 (მე-80 ცერემონია)

მარიონ კოტიარი

ათი წლის წინ, მარიონ კოტიარმა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. ოსკარების ამ ცერემონიაზე მსახიობს ჟან პოლ გოტიეს კაბა ეცვა.

 

ჯორჯ კლუნი

მსახიობი ოსკარების მე-80 ცერემონიაზე მაშინდელ მეგობარ ქალთან, სარა ლარსონთან ერთად გამოჩნდა. კლუნის წითელ ხალიჩაზე ტრადიციული შავი პიჯაკი და შარვალი ეცვა.

 

კამერონ დიაზი

მსახიობს წითელ ხალიჩაზე კრისტიან დიორის კაბა ეცვა.

 

დენიელ დეი-ლუისი

მსახიობს შავი შარვალი და პიჯაკი ეცვა ყავისფერ ფეხსაცმელთან ერთად. ამ წელს დენიელმა მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარი მიიღო ფილმისთვის There Will Be Blood.

 

ჯესიკა ალბა

მსახიობი ოსკარების მე-80 ცერემონიაზე Marchesa-ს გრძელი კაბითა და „კარტიეს“ სამკაულებით მივიდა.

 

ქეით ბლანშეტი

ორსულ მსახიობს დრაის ვან ნოტენის კაბა ეცვა. ოსკარების ამ დაჯილდოებაზე ბლანშეტი ორ ფილმში იყო ნომინირებული – საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვის „ელიზაბეტში“ და ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეტესოდ შესრულებისთვის ფილმში I’m Not There.

 

კეიტ ჰადსონი

ჰადსონი წითელ ხალიჩაზე რობერტო კავალის თეთრი კაბით წარდგა.

 

კეიტ უინსლეტი

ოსკარების 70-ე დაჯილდოებისთვის მსახიობმა არჩევანი ალექსანდრ მაკქუინის მწვანე კაბაზე შეაჩერა. ამ წელს კეიტი „ტიტანიკში“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

 

რობინ უილიამსი

 

ტაირა ბენკსი

ბიზნესლედი და მოდელი ტაირა ბენკსი ოსკარების 70-ე ცერემონიაზე ამერიკელი დიზაინერის, ჰალსტონის სამოსით წარდგა.

 

შერი

შერი 1998 წელს, წითელ ხალიჩაზე ამერიკელი დიზაინერის, ბობ მაკის კაბით წარდგა.

 

ჰოლი ბერი

 

 

ჯეკ ნიკოლსონი

 

1988 წელი (მე-60 ცერემონია)

შერი

შერის ოსკარების 1988 წლის დაჯილდოებაზეც დიზაინერ ბობ მაკის მიერ შექმნილი სამოსი ეცვა. შერი ამერიკელ დიზაინერთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

 

ჯენიფერ გრეი და პატრი სუეიზი

 

წყარო: BBC

დატოვე კომენტარი