ოსკარ დე ლა ჰოიამ თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე დაასახელა #1TVSPORT
ოსკარ დე ლა ჰოიამ თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე დაასახელა #1TVSPORT

ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ოსკარ დე ლა ჰოიამ თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე დაასახელა.

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე, დაუმარცხებელი ჩემპიონი (სამ წონით კატეგორიაში) ტერენს კროუფორდი დღეს რინგზე საუკეთესოა.

„ვინ არის თანამედროვეობის საკუეთესო მოკრივე? ჩემი აზრით, ეს უდავოდ ტერენს კროუფორდია. თუ გავიხსენებთ მის ბრძოლებს და სტატისტიკასაც გადავხედავთ, ყველაფერი ნათელი გახდება“, – განცახდა ოსკარ დე ლა ჰოიამ FightHype-თან ინტერვიუში.

კროუფორდმა პროფესიონალურ  კრივში 40 ბრძოლა გამართა, ყველა მოიგო, მათ შორის კი 31 ნოკაუტით დაასრულა.