ოსიმენის აგენტი „პარი სენ-ჟერმენისა“ და პრემიერლიგის გუნდების ინტერესს ადასტურებს #1TVSPORT
ოსიმენის აგენტი „პარი სენ-ჟერმენისა“ და პრემიერლიგის გუნდების ინტერესს ადასტურებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ნიგერიელი შემტევის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. დ’ამიკომ დაადასტურა, რომ ვიქტორის შეძენა „პარი სენ-ჟერმენსა“ და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს სურთ.

„ინტერესი ნამდვილად არ გვაკლია. ინგლისიდან უამრავი წინადადება გვაქვს, ტრანსფერით ასევე დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენი“. ვფიქრობ, ლეო მესი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს და პარიზელებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ.

ოსიმენი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ის უკეთესია, ვიდრე ერლინგ ჰალანდი. გადაწყვეტილებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ“, – ამბობს ანდრეა დ’ამიკო.

24 წლის ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 25 გოლია. ნიგერიელი 21 გატანილი ბურთით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.