„ჩელსი“ აპირებს გაიფორმოს „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი.
როგორც გაზეთი The Telegraph-ი წერს, ლონდონური კლუბი ეძებს ფორვარდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის და ნიგერიელი მისი მთავარი მიზანი გახდება.
ელოდებიან, რომ თავად ოსიმენიც განაცხადებს თანხმობას „ჩელსიში“ გადასვლაზე. მის სანაცვლოდ საჭირო იქნება 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდა – ამან შეიძლება გაართულოს გარიგების განხორციელება იანვარში.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა სერია A-ს ცხრა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.