ირანმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიელი მეცნიერი სამ ირანელ პატიმარში გაცვალა
ირანმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიელი მეცნიერი სამ ირანელ პატიმარში გაცვალა

ირანმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიელი მეცნიერი კაილი მურ-გილბერტი სამ ირანელ პატიმარში გაცვალა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაილი მურ-გილბერტი, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ სამი ირანელი პატიმრიდან ორი ტაილანდში ტერორიზმის ბრალდებით რვა წლის წინ დააკავეს.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული პირები ბანგკოკში ისრაელის დიპლომატებზე გეგმავდნენ თავდასხმას.