ორთაჭალაში ხანძარი იყო
ორთაჭალაში ხანძარი იყო

ორთაჭალაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ბალახსა და მწვანე ნარგავებს გაუჩნდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაშვებული ხანგრძლივი ფოიერვერკი გამხდარიყო.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებული, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.