ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში. გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია სამი ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.