ორთაჭალაში ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

21:23, 21.09.2018

თბილისში, ორთაჭალაში მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი