ორშაბათიდან იმერეთში კოვიდსასტუმროების რაოდენობა გაიზრდება
ორშაბათიდან იმერეთში კოვიდსასტუმროების რაოდენობა გაიზრდება

იმერეთის რეგიონში დადასტურებული კორონავირუსის 232 შემთხვევიდან, რომელთა გამოვლენის შესახებაც დილით გახდა ცნობილი, 188 ქუთაისიდანაა. კორონავირუსის აღნიშნული შემთხვევები რეგიონში 1 790 ადამიანის გატესტვის შედეგად გამოვლინდა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა არსებული შემთხვევების კონტაქტებია.

შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ორშაბათიდან იმერეთში კოვიდსასტუმროების რაოდენობა გაიზრდება.

ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ საავადმყოფოებშიც საწოლების რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია და საჭიროების მიხედვით გაიზრდება.

კოვიდსასტუმროებში 200-მდე, ხოლო კლინიკებში 517 პაციენტი მკურნალობს. 3 000-მდე ადამიანი კი, იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება.