საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ოფიციალურად მსოფლიო რეიტინგის მე-20 საფეხურზეა, ცოცხალ რეიტინგში კი ის მე-19 საფეხურზეა.
ამ ახალ პოზიციას ნიკოლოზი ორშაბათიდან ოფიციალურად გაინაღდებს, ვინაიდან ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც მისი გადასწრება შეეძლო, არგენტინელი დიეგო შვარცმანია, თუმცა მან გასულ წელს მოგებული რიო-დე-ჟანეიროს 500-ქულიანი ტურნირის ქულები ვერ დაიცვა და რეიტინგში უკან გადაინაცლა.
24 თებერვლიდან ნიკა დუბაის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.