ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ტყიბულში, ორპირი-ცუცხვათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასებს ითხოვენ. ხელფასების აღების მოთხოვნით, მუშებმა საპროტესტო აქცია ტყიბულის სოფელ კოკაში გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დამსაქმებელ კომპანიას 150 ადამიანის მიმართ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

სამუშაოების მწარმოებელი ყაზახური ფირმის წარმომადგენლის თქმით, დასაქმებულები შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მათ ხელფასი ქართული ფირმისაგან ერგებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ხელფასებს ვერ მიიღებენ, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.