სომხური მედიის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა
სომხური მედიის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა

სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა იყო.

ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის გენერალური შტაბის ადმინისტრაციის ინფორმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, სამველ ასატრიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასატრიანის თქმით, გეღარქიუნიქის რაიონის სოფელ ვერინ შორჟასთან სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა იყო. მისი ინფორმაციით, სროლის შედეგად ერთი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

სამხედროების დაჭრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

თვადაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებს სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის დაჭრილები არ არიან, ხოლო თუ სომხეთის არმიის რიგებში არის მსხვერპლი ან დაჭრილი, ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ შიდა ინციდენტის შედეგად.