ორმხრივი პნევმონიით ზუგდიდიდან თბილისში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

14:57, 04.02.2020

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში 35 წლის ქალი გადაიყვანეს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამასთან, პაციენტს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები ვირუსებზე. შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2 თებერვალს მიიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტიდან ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება, პაციენტი ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგია. პრევენციის მიზნით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მსგავსი