ორივე ქართული გუნდი დარასელიას თასის ნახევარფინალშია [ვიდეო]

თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტები გაირკვა.

A ჯგუფი

თბილისის დინამო – ემპოლი

ციურიხი – ვულვერჰემფთონი 2:1

შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს თბილისის „დინამო“ – თბილისელთა 15-წლამდელთა გუნდმა „ა“ ჯგუფში მესამე მატჩიც მოიგო. „ემპოლისთან“ ერთად ერთი გოლი მე-15 წუთზე დავით შიოლაშვილმა გაიტანა და „დინამომ“ 1:0 გაიმარჯვა. ამგვარად, თბილისელებმა სამ შეხვედრაში ცხრა ქულა დააგროვეს და პლეიოფში ითამაშებენ. 4-4 ქულა მოიპოვეს „ემპოლიმ“ და „ციურიხმა“, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით მეორეზე იტალიური კლუბი გავიდა.

B ჯგუფი

ბრაგა – კიევის დინამო 6:1

სფფ – ფეიენოორდი 0:0

ამ ჯგუფშიც პირველზე ქართული გუნდი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აკადემია გავიდა (5 ქულა), 4-4 ქულა დააგროვეს „ფეიენოორდმა“ და „ბრაგამ“, მაგრამ პირადი შეხვედრებით მეორეზე ჰოლანდიური კლუბი გავიდა და სფფ-ს აკადემიასთან ერთად მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო 3 ქულით ბოლოზე კიევის „დინამო“ დარჩა.

დარასელიას თასის ნახევარფინალური მატჩები 20 აპრილს გაიმართება. 18:00 საათზე სფფ-ს აკადემია „ემპოლის“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „დინამო“ 20:00 საათზე – „ფეიენოორდს“.

შეხვედრები „დინამოს“ აკადემიის სტადიონზე გაიმართება.