ლევან კობიაშვილი დარასელიას თასზე - ბავშვები ასეთი შეხვედრებით იგებენ, რა პლუსები და მინუსები გააჩნიათ
ლევან კობიაშვილი დარასელიას თასზე - ბავშვები ასეთი შეხვედრებით იგებენ, რა პლუსები და მინუსები გააჩნიათ

ეს ისეთი ტურნირია, რომელიც ჩვენი ბავშვების გასაზრდელად აუცილებელია, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვიტალი დარასელიას თასის მეოთხე გათამაშების დასრულებას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბავშვებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია.

„დარასელიას თასი მშვენიერი ინიციატივაა, სადაც ბავშვები ევროპელებს ეთამაშებიან და ამ შეხვედრებით იგებენ, რა დონეზე არიან, რა პლუსები და მინუსები გააჩნიათ და რა მიმართულებით უნდა გაიზარდონ და ივარჯიშონ. ამ ასაკში კი, ვფიქრობ, ძალიან კარგი თაობა იზრდება და ეს გამოცდილება წინსვლაში კიდევ უფრო წაადგებათ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დღეს ვიტალი დარასელიას თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იტალიურ „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.