„რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია

რანინას“ ნახევარფინალის ხუთეული ცნობილია.

საბავშვო კონკურსის მეორე სეზონის ნახევარფინალში გავიდნენ: ანა ბერიშვილი, გიორგი როსტიაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი, ანასტასია გარსევანიშვილი და ქეთა ახალბედაშვილი.

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერის, ჟიურის წევრის დავით ევგენიძის თქმით, იმ ბავშვებს, რომლებიც ნახევარფინალში ვერ გადავიდნენ, სათითაოდ დაუწერს სიმღერას და გააკეთებს კვინტეტს, რომ ბავშვებმა ერთად იმღერონ.

19 მაისს, 20:00 საათზე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც გაირკვევა სამი კონკურსანტის ვინაობა, რომლებიც ფინალში იმღერებენ.

რანინას“ გამარჯვებული 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.

რანინა