ორი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს
ორი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს

უკრაინის მოქალაქე ორი ბავშვი ამ დრომდე ქუთაისის კლინიკაში რჩება.

ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სტაციონარიდან სავარაუდოდ, მომდევნო სამშაბათს გაწერენ.

„ბავშვების გაწერა სტაციონარიდან სავარაუდოდ, სამშაბათს მოხდება. ისინი რჩებიან ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში”, -განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში კლინიკა „ელჯი და კომპანიის” ექიმმა დარეჯან ხაჭაპურიძემ.

მწვავე ინტოქსიკაციით 10 უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში ზუგდიდიდან 20 აპრილს გადმოიყვანეს. რვა მოზარდი კლინიკიდან გუშინ გაწერეს.

შსს-ს ინფორმაციით, უკრაინელი ქალი, რომელმაც საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა, არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არის დაკავებული.