ორი საგამოფენო სივრცე ექსპოზიციას „მაისის თბილი სიო“ უმასპინძლებს
ორი საგამოფენო სივრცე ექსპოზიციას „მაისის თბილი სიო“ უმასპინძლებს

„მაისის თბილი სიო“ – ექსპოზიცია ამ დასახელებით თანამედროვე საავტორო დიზაინის ინტერიერ-ექსტერიერის ავეჯს, ხელნაკეთ ნივთებს, ობიექტებს, ქანდაკებებსა და ინსტალაციებს აერთიანებს. რატი და კახი ერაძეების ნამუშევრების გამოფენას ვერის უბნის ორი სხვადასხვა საექსპოზიციო სივრცე პარალელურად უმასპინძლებს. 18-დან 20 მაისის ჩათვლით ექსპოზიცია სასტუმრო „რუმსის“ საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი, 18-დან 24 მაისის ჩათვლით კი – ღვინის ქარხანა ნომერი 1-ის ღია სივრცეში.

რატი ერაძე 20 წელზე მეტია ავეჯის, ინტერიერ-ექსტერიერის ნივთების და აქსესუარების დიზაინის შექმნაზე მუშაობს. მისი ნამუშევრები ძირითადად, ხელნაკეთია და მასალის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არსებული დეტალებისგან შექმნილი კოლაჟები რატი ერაძის დიზაინში, უჩვეულო, საინტერესო და ფუნქციონალური ხდება ინტერიერსა თუ ექსტერიერში. კახი ერაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ქანდაკებები და ობიექტები მრავალ ქვეყნაში და კოლექციაშია წარმოდგენილი.

გამოფენები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.