ორი ქართველი რუსულ რჩეულებში - გრიგალავა მატჩის გმირად მონათლეს
ორი ქართველი რუსულ რჩეულებში - გრიგალავა მატჩის გმირად მონათლეს
გია გრიგალავა რუსულმა „სპორტმა“ გამოარჩია – საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ 29 წლის მცველი გამოცემამ რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
 
მოსკოვის „სპარტაკთან“ გასვლაზე მოგებული შეხვედრა (1:0) გრიგალავამ მაღალ დონეზე ჩაატარა, რაზეც „სპორტის“ წერილის ეს ფრაგმენტი ადასტურებს.
„მოსკოვის „სპარტაკთან“ ტულელთა დაცვას გამოცდილი გია გრიგალავა ხელმძღვანელობდა. ქართველს ერთი ერთზე ვერავინ აჯობა. მან ოთხი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, სამი გადაცემა ჩაჭრა და სამჯერ მეტოქეს ბურთი აართვა. გრიგალავამ საოცარი თამაშით პარტნიორებს გამარჯვების რწმენა გადასდო და ცალსახაა – ქართველი მატჩის მთავარი გმირია“, – ვკითხულობთ ინტერნეტგამოცემის წერილში.
პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „სპორტმა“ „ტამბოვის“ საყრდენი ნახევარმცველი – გურამ თეთრაშვილიც შეიყვანა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
რუსული პრემიერლიგის მე-15 ტურის 11 რჩეულთა შორის გია გრიგალავა სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდ „სოფასქორის“ ვერსიაშიც მოხვდა.