ორი ქართული ასისტი პოლონეთში - წიტაიშვილი „ლეხს“ დაეხმარა, გიორბელიძე - „ზაგლებიეს“ #1TVSPORT
ორი ქართული ასისტი პოლონეთში - წიტაიშვილი „ლეხს“ დაეხმარა, გიორბელიძე - „ზაგლებიეს“ #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა პოლონეთის ჩემპიონატში, პოზნანის „ლეხმა“ კი შინ ლოძის „ვიზევი“ 2:0 დაამარცხა.

პოლონეთის ჩემპიონის ძიირთად შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი იყო, გიორგი კი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და მისი გადაცემით მეორე გოლი გავიდა.

ასევე საგოლე გადაცემა შეასრულა გურამ გიორბელიძემ, რომელიც „ზაგლებიეს“ შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თორნიკე გაფრინდაშვილი კი მოედანზე მეორე ტაიში გამოჩნდა. მატჩი 1:1 დასრულდა.

ქართველების გუნდის დაპირისპირება კრაკოვში შედგა – „კრაკოვიამ“ „რაკუვი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 74-ე წუთზე ოთარ კაკაბაძე გამოჩნდა, ხოლო ვაკო გვილია სტუმართა განაცხადშიც არ იყო. კელცეს „კორონამ“ სახლში „პოგონთან“ მატჩი 1:2 წააგო. მასპინძელთა განაცხადში ლუკა ზარანდია არ იყო.

გამარჯვებით „კრაკოვია“ (13 ქულა) 8 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე დაწინაურდა და „რაკოვს“ (13) დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო, ხოლო „რაკოვი“ და „კორონა“ 10-10 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილს ინაწილებენ.