ორი ამხანაგური შეხვედრა ისრაელთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო
ორი ამხანაგური შეხვედრა ისრაელთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე ჯგუფში ჩეხეთის, სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები 19-26 ოქტომბერს, სერბეთში გაიმართება.

ამ მატჩებისთვის უკეთ მოსამზადებლად, გუნდი ისრაელთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები 24-26 სექტემბერს 17:00 საათზე, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 17 სექტემბრიდან ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: ლიკა მარკოიძე („ზარზმა“, ახალციხე), ანა ლომსაძე („კოლხეთი“, ხობი)

მცველები: თამარ სვანიძე, მარიამ ჯანჯარია („კოლხეთი“, ხობი), თამარ ბუდედაშვილი, მარიამ ბერაშვილი (გორი), დიანა ბაქრაძე („ივერია“, ხაშური), ანი აკობიძე („ნიკე“, თბილისი), ანი ძაძუა („ნორჩი დინამო“, თბილისი)

ნახევარმცველი: მაიკო ბებია, ნათია დანელია, ლიზი მწყერაშვილი („ნიკე“, თბილისი), მარინა გასუმოვა, მარიამ ბეგიაშვილი („ნორჩი დინამო“, თბილისი), ანა ხავთასი („დინამო“, ბათუმი), ანი კვახაჯელიძე („ზარზმა“, ახალციხე)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი), მარიამ რომანჩუკი (ლანჩხუთი), მანანა ვაშაკიძე („კოლხეთი“, ხობი), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი).