ორგანიზატორების განცხადებით, ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2021 წელს სავარაუდოდ ცარიელ დარბაზში ჩაივლის
ორგანიზატორების განცხადებით, ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2021 წელს სავარაუდოდ ცარიელ დარბაზში ჩაივლის

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2021 წელს სავარაუდოდ ცარიელ დარბაზში ჩაივლის, – ამის შესახებ განცხადება „ფრანს პრესთან“ საუბარში კონკურსის ორგანიზატორებმა გააკეთეს.

მათივე თქმით, ევროვიზიის კონკურსის ფინალი როტერდამში 22 მაისს გაიმართება.

„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა არტისტმა შეძლოს როტერდამში 22 მაისს დაგეგმილ ფინალზე ცოცხლად სიმღერა“,- განაცხადეს ორგანიზატორებმა.

მათივე თქმით, ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი კორონავირუსის პანდემიის გამო „სოციალური დისტანციის დაცვით“ ჩატარდება. მონაწილეებს და პერსონალს მოუწევთ უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და კოვიდტესტების ჩატარება.

ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებთ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა კონკურსის ფინალის ჩატარების რამდენიმე შესაძლო სცენარზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს კვირებში იქნება მიღებული.

2020 წლის ევროვიზია პანდემიის გამო გაუქმდა.