ორგანიზაციამ „ჩვენ ვართ“ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერი პლატფორმა შექმნა
ორგანიზაციამ „ჩვენ ვართ“ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერი პლატფორმა შექმნა

დღეს ორგანიზაციამ „ჩვენ ვართ“ პრეზენტაცია გამართა.

მათი წარმომადგენლების განცხადებით, ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელიც „აგრესიული ლიბერალიზმისგან“ თავის დასაღწევად შეიქმნა.

„ეს არის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი პლატფორმა. იმ ბრძოლას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეოლიბერალურ, ულტრამემარცხენე იდეოლოგიას და პატრიოტულ პლატფორმას შორის მიმდინარეობს, ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. თუ ჩვენ გვსურს, რომ აგრესიული ლიბერალიზმისგან თავი დავაღწიოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო ტრადიციები, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის პლატფორმას დავუჭიროთ მხარი. აღნიშნული პლატფორმა თავის ლოზუნგად პირდაპირ აცხადებს: ღმერთი, ოჯახი, სამშობლო“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ.