ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის გემი ევროპულ სახელმწიფოებს კვლავ პორტების გახსნისკენ მოუწოდებს
ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის გემი ევროპულ სახელმწიფოებს კვლავ პორტების გახსნისკენ მოუწოდებს

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის გემი ევროპულ სახელმწიფოებს კვლავ პორტების გახსნისკენ მოუწოდებს. ბორტზე ამჯერად 200-მდე მიგრანტი იმყოფება. ისინი ბოლო პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს. გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის და „ექიმების საზღვრებს გარეშეს“ წარმომადგენლებმა ლიბიის სანაპიროსთან, ორ განცალკევებულ ოპერაციაში გასულ კვირას 141 მიგრანტი გადაარჩინეს, რის შემდეგაც გეზი ჩრდილოეთისკენ აიღეს. თუმცა დღეს ლიბიის სანაპირო დაცვამ ჰუმანიტარული გემი კვლავ გამოიძახა, რათა ლიბიის სანაპიროსთან ახლოს 10 მიგრანტი გადაერჩინა. ისინი კუსტარულად დამზადებულ გასაბერ ნავზე იმყოფებოდნენ.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემმა გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო, პარალელურად ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს რომელიმე პორტში შეშვების თხოვნით მიმართა.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილი გემი აკვარიული ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში სამაშველო ოპერაციებს 2016 წლის შემდეგ ატარებს. ამ ხნის განმავლობაში გერმანულმა ორგანიზაციამ 29 ათასი ადამიანი გადაარჩინა. მათგან უმეტესობა აფრიკელი მიგრანტი იყო.

წლების განმავლობაში სამაშველო ოპერაციები და მიგრანტების ევროპის ტერიტორიაზე გადაყვანა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხორციელდებოდა. თუმცა ივლისში იტალიის ახლად არჩეულმა მთავრობამ პორტები ჩაკეტა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის მიერ გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა. ოფიციალურმა რომმა ორგანიზაცია არალეგალურ იმიგრაციაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ბორტზე მყოფი 629 მიგრანტის მიღებაზე ერთდროულად რამდენიმე ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.