ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ თბილისის მერიასთან აქციას მართავს
ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ თბილისის მერიასთან აქციას მართავს

„წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შესრულდეს“, – ამ მოთხოვნით თბილისის მერიასთან ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

ასევე მოითხოვენ, თბილისის მუნიციპალიტეტისგან აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამის მომლოდინეთა სიაში მყოფ 105 ბავშვს დაფინანსება დაენიშნოს.

მათი თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია საჭირო. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტს ამის სახსრები პრემია დანამატებზე უარის თქმის შემთხვევაში აქვს.

აქციის მონაწილეები კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.