ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსებმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაყვანაზე ფოტოები გამოაქვეყნეს
ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსებმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაყვანაზე ფოტოები გამოაქვეყნეს

ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსებმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაყვანის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნეს.

საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსებმა შეძლეს, დაედგინათ ახალი სამხედრო აღჭურვილობის გადატანის პროცესი ვორონეჟის რეგიონში, ასევე მატარებლის მოძრაობა სტავროპოლიდან ანექსირებული ყირიმის მიმართულებით.

ექსპერტთა შეფასებით, ტექნიკის გადასროლა „საგანგაშო რაოდენობით“ მიმდინარეობს. მათი თქმით, ჯარების გადაყვანის ტემპი შედარებით ნელია, მაგრამ თუ ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება იანვრამდე, მაშინ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების ჯამური რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებლებს, როდესაც კრემლმა ასევე გადაისროლა ჯარები სასაზღვრო რეგიონებში.

„ასე თუ ისე, ჩვენ ვეთანხმებით სადაზვერვო შეფასებებს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სავარაუდო ოპერაციისთვის მზადყოფნა შესაძლებელი გახდება არანაკლებ მომდევნო წლის დასაწყისისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანალიტიკოსთა შეფასებაში.

დატოვე კომენტარი