ორგანიზაცია Cinema for Peace-ის დირექტორი - ალექსეი ნავალნიმ ფრენა კარგად გადაიტანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულია
ორგანიზაცია Cinema for Peace-ის დირექტორი იაკა ბიზილი, რომელმაც ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირება უზრუნველყო, აცხადებს, რომ ნავალნიმ ფრენა კარგად გადაიტანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.
„ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მან ფრენა კარგად გადაიტანა, ფრენის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ახლა ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს, სადაც გადაწყდება, რა მეთოდით გაგრძელდება მისი მკურნალობა“, – განაცხადა ბიზილიმ.