ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მამუკა ტუსკაძის განცხადებებს ემიჯნება
ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მამუკა ტუსკაძის განცხადებებს ემიჯნება

ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ მამუკა ტუსკაძის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება. ტუსკაძე დავების საბჭოში სწორედ „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმოადგენდა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილშია აღნიშნავს, ტუსკაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული ორგანიზაციასთან.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში 2016 წლის თებერვლიდან წარმოადგენდა ბატონი მამუკა ტუსკაძე, მან დღეს გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს დავების საბჭოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი დავების საბჭოს სხდომაზე დასწრების შესახებ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მისი ბოლო დროს გაკეთებული არც ერთი განცხადება ორგანიზაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა“, – ნათქვამია ორგანიზაციის თავმჯდომარის ნატალია ხოხიაშვილის წერილში.

დავების განმხილველი საბჭოს წევრმა მამუკა ტუსკაძემ თანამდებობა დატოვა. საბჭოს დატოვების მთავარ მიზეზად ის ამ ორგანოს უფუნქციობას ასახელებს.