ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019-ის დახურვის ცერემონია იმართება [ფოტო]
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019-ის დახურვის ცერემონია იმართება [ფოტო]

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019 დახურვის ცერემონია იმართება.  საჩვენებელ სწავლებაში ჩართული პირადი შემადგენლობა, არტილერიის მხარდაჭერით, შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს განახორციელებს.

წელს სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართა. მასში ნატო-ს (NATO) წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.