ორენოვანმა სამართლებრივმა ჟურნალმა, „იუსტიციამ“ საერთაშორისო რეფერირება მოიპოვა
ორენოვანმა სამართლებრივმა ჟურნალმა, „იუსტიციამ“ საერთაშორისო რეფერირება მოიპოვა

ორენოვანმა სამართლებრივმა ჟურნალმა, „იუსტიციამ“ საერთაშორისო რეფერირება მოიპოვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

რატი ბრეგაძის თქმით, ჟურნალი „იუსტიცია“ წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე.

„ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით. სწორედ ამიტომ, გამოვუშვით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის ხუთი ნომერი უკვე გამოიცა. 2023 წლიდან ის უკვე წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე და მოიპოვა საერთაშორისო რეფერირებაც. ასევე, ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის, ჩვენ მიერ პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.