„ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის წინ ოპტიმისტური განწყობით ვართ #1TVSPORT
„ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის წინ ოპტიმისტური განწყობით ვართ #1TVSPORT

„ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი მარტინმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენსლიგის საპასუხო მატჩის შესახებ ისაუბრა.

„უნდა ველოდოთ თუ არა ლუკა იმნაძისგან მეორე გოლს „ტორპედოსთან“ საპასუხო მატჩში? გულწრფელად რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ველოდები, რომ თავდამსხმელები თავიანთ საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ. არ აქვს მნიშვნელობა, ლუკა გაიტანს თუ ვინმე სხვა, მთავარია, გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მარტინმა.

ქუთაისში, მატჩისწინა ღამით „ორდაბასის“ სასტუმროსთან ქომაგების ხმაურზე კომენტარისას მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი გუნდზე გავლენას არ ახდენს.

„პირადად მე არ შევწუხდი. დიახ, იყო ასეთი მომენტი, თუმცა მხოლოდ 10-15 წუთით. შემდეგ გულშემატკივრები წავიდნენ. ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და იციან, როგორ შეინარჩუნონ კონცენტრაცია. ვინც არ უნდა ცდილობდეს ჩვენთვის ხელის შეშლას, უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები.

კარგ ფორმაში ვართ. ჩემპიონატიც მიმდინარეობს და პარალელურად ევროტურნირშიც ჩავერთეთ. ფეხბურთელები კარგად უმკლავდებიან დატვირთვას და ძალების აღდგენასაც ახერხებენ. ოპტიმისტური განწყობით ველით შეხვედრას. ჩვენი მიზანია, გავახაროთ გულშემატკივრები, მთელი ქალაქი და ვაჩუქოთ საფეხბურთო დღესასწაული“, – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი.

კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „ორდაბასისა“ და „ტორპედოს“ შორის 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება. პირველი შეხვედრა ქუთაისელებმა 4:3 მოიგეს.