„ორდაბასის“ მცველი - იმედია, „ტორპედოს“ წინააღმდეგ დადებით შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT
„ორდაბასის“ მცველი - იმედია, „ტორპედოს“ წინააღმდეგ დადებით შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT

შიმკენტის „ორდაბასის“ ცენტრალურმა მცველმა, საგადატ ტურსინბაიმ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ მედიის კითხვებს უპასუხა.

„მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და იმედია, კარგ შედეგს მივაღწევთ. რაც შეეხება გოლებს — ღმერთმა ქნას, გუნდს დავეხმარო. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ჯერ არავინ იცის, ვითამაშებ თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, — თქვა ტურსინბაიმ.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა საქართველოში „ტორპედოს“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. საპასუხო მატჩი 17 ივლისს შიმკენტში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.