ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 16 დეკემბრამდე დასრულდება [ფოტო]

13:46, 30.11.2018

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 16 დეკემბრამდე დასრულდება.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი აცხადებს, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე შენობები ინაუგურაციის დღემდე დასრულდება.

„თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი თბილისის“ ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას. ამ სამუშაოებში შედის ათონელის ქუჩაზე შენობების რეაბილიტაცია, გარდა პრეზიდენტის რეზიდენციისა. ძირითადი ნაწილი დასრულდება 16 დეკემბერს, დასრულებული იქნება ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებიც – გზის საფარი, საფეხმავლო ნაწილი, განათებების ნაწილი და ყველა შენობის ვიზუალური მხარე“, – აღნიშნა ბაიდარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება.

მსგავსი