საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 

21:24, 28.10.2026

მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთ სივრცეში ერთმანეთის პირისპირ – საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პოლიტიკური ისტორიისთვის უპრეცენდენტო სარჩელის განხილვა ხმაურიანად მიმდინარეობს.

7-წევრიანი კოლეგია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ სარჩელს განიხილავს. მესამე დღეა, ასაკრძალთა სიაში შესული სუბიექტები საკუთარ შესაგებელ სიტყვას ამბობენ და ახსნა-განმარტებებს წარმოადგენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ტრიბუნა დღეს „ახლებმა“ დაიკავეს, ხვალ „ლელოს“ დროა. „ახალის“ წევრები მმართველი გუნდის სარჩელში ვერც ერთ სამართლებრივ არგუმენტს და დასაბუთებას ვერ ხედავენ. მოთხოვნაა სარჩელში პარტიების საქმეების ცალ-ცალკე განხილვა. „ახლები“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ, მასში მოყვანილი ფაქტების მოკვლევას ითხოვენ და მიუთითებენ, რომ დასკვნაში ნახსენებ საქმეებზე სასამართლო განაჩენები არცერთი მოპასუხის მიმართ არ არსებობს. არჩევნების შედეგების მუდმივად არ აღიარებას და საპარლამენტო ბოიკოტს, რითაც მოსარჩელე მხარე სარჩელს ამყარებს, გვარამიას პარტია პოლიტიკური საქმიანობის ნაწილად აცხადებს.

დარბაზში დღეს სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.

მსგავსი