სააკაშვილის რეკომენდაციები ოპოზიციას
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა.
არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ციხიდან ერთიანობისკენ მორიგი მოწოდება გაისმა. ოპოზიციას გაერთიანებისკენ ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი მოუწოდებს. მიმართვაში აქცენტი ექს-პრეზიდენტის ლიდერობაზე კეთდება. როგორც ჩანს, ამჯერად მისთვის გამარჯვების გზა სერბეთის მაგალითზე გადის – ქვეყანაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებში მოქმედი ხელისუფლება დამარცხდა. ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ოპოზიციურ ალიანსში მასთან ერთად გაწევრიანებული პოლიტიკური აქტორები არაერთხელ გააკრიტიკა, მათი მისამართით მძიმე ბრალდებების გააჟღერა და სამოქმედო გეგმა ყველა ჯერზე დაუწუნა, კვლავ ერთიანობის უალტერნატივობაზე საუბრობს და ერთობის ცენტრად საკუთარ თავს და პარტიას მოიაზრებს. რამდენად იზიარებენ მოწოდებას ოპოზიციურ სპექტრში – გამოხმაურება ამჯერადაც ნეგატიურია. მათ შორის იმ პარტიებისგან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ერთად, ერთ ალიანსში არიან გაერთიანებული.