ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს დაიწყო დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“

19:38, 25.02.2021

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

„დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.

მსგავსი