ორბელიანების სასახლეში ონლაინმედიისთვის პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
ორბელიანების სასახლეში ონლაინმედიისთვის პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge-ზე განთავსდა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ინტერნეტმისამართის ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.

მათივე ცნობით, ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შპს „პროსერვისმა“ შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

საიტზე ინფორმაციის გაცნობა სამ: ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც.