სამთვიანი პაუზის შემდეგ, ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის ხვალ გაიხსნება [ვიდეო]

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის ხვალ გაიხსნება.

„დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, დამთვალიერებლების რაოდენობა შეზღუდულია. ერთ ჯგუფში დასაშვებია არაუმეტეს 10 ადამიანისა. გაითვალისწინეთ, რომ შენობაში უნდა გეკეთოთ პირბადე. შენობაში შესვლამდე კი, ჩაგიტარდებათ თერმოსკრინინგი და გაივლით დეზობარიერს.

გელოდებით ხვალიდან, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12:00-დან 17:00 საათამდე.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ქვემოთ აღნიშნულ იმეილზე მოგვწერეთ მსურველთა რაოდენობა სია: სახელი გვარი, პირადი ნომერი. – [email protected]“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.