ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“ კოალიციის შექმნა არის გამორიცხული
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასთან“, „შმაცებთან“ და „შმაცუნებთან“ კოალიციის შექმნა არის გამორიცხული

„ნაცმოძრაობასთან“,  თავისი განშტოებებით -„ნაცები“, „შმაცები“ და „შმაცუნები“, კოალიციის შექმნა არის გამორიცხული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ გეგმავს კოალიციის შექმნას პარტიებთან, რომლებიც განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას აფიქსირებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“, „დემოკრატიული მოძრაობა“- მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ჩვენ არსებული მდგომარეობა გვაძლევს იმ რწმენით მოქმედების საშუალებას, რომ საკმაოდ რეალისტურია, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50-პროცენტიან მაჩვენებელს. ჩვენ გვაქვს პრინციპები და წითელი ხაზები. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებთან და სხვა ორიენტაციის მქონე პარტიებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი