ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ორ ბრალდებულს „კოვიდ-19" დაუდასტურდა
ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ორ ბრალდებულს „კოვიდ-19" დაუდასტურდა

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე, ორ ბრალდებულს, რომელთაც ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტი ჰქონდათ, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იღებენ.

„რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება „პისიარ“ ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების შედეგად დატოვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.