ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა
ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

რაც შეეხება კლებას, „საქსტატის“ ინფორმაციით, კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.