ოქსფორდის გუნდი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აბის სახით გამოშვების შესაძლებლობაზე მუშაობს
ოქსფორდის გუნდი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აბის სახით გამოშვების შესაძლებლობაზე მუშაობს

ოქსფორდის გუნდი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აბის სახით გამოშვების შესაძლებლობაზე მუშაობს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მეცნიერთა კომიტეტის პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომ მომავალში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აბის სახით გამოუშვან.

მისი თქმით, თუ ეს მოხდება, ვაქცინის დისტრიბუცია გაცილებით მარტივი გახდება.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც ცხვირის წვეთების სახით არის გამოშვებული, ვფიქრობთ ეს კარგი მიდგომა იქნება კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგაც. ასევე შესაძლებელია, რომ განვიხილოთ ვაქცინის აბის სახით მიღება. ორივე მიდგომაზე ვმსჯელობთ. ამას დრო დასჭირდება. მათ უსაფრთხოებაზე უნდა გაიარონ ტესტირება, ასევე ეფექტურობაზეც“, – განაცხადა პროფესორმა სარა გილბერტმა.