ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშკინოვამ ვერ შეძლო უიმბლდონის წყვილთა ტურნირის მერვედფინალში გასვლა. მან ჩინელ სინ-იუნ ჰანთან ერთად, დათმო მეორე წრის შეხვედრა რუმინელებთან – ირინა ბეგუსთან და მონიკა ნიკულესკუსთან – 3:6, 6:3, 0:6.
ქართველმა და ჩინელმა პირველი სეტი ბრეიკით დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ორი გეიმი წააგეს საკუთარ მოწოდებაზე. კალაშნიკოვასა და ჰანს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეშვიდე გეიმში ორ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენეს.
მეორე პარტიაში საპირისპირო სურათი იყო – ორი ბრეიკი კალაშნიკოვამ და ჰანმა შეასრულეს, რუმინელებმა – ერთი და მესამე სეტის თამაში გახდა საჭირო.
გადამწყვეტ პარტიაში ბრძოლა არ შედგა. ბეგუმ და ნიკულესკუმ მეტოქის ყველა გეიმში აიღეს ბრეიკი, ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერიეს მეხუთე გეიმში და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
მატჩი საათი და 31 წუთი გრძელდებოდა.