ოქრუაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საფუძველი 20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოს განჩინება გახდა 
ოქრუაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საფუძველი 20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოს განჩინება გახდა 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საფუძვლად მისი თანაპარტიელი ანი რეხვიაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე სასამართლო განჩინებას ასახელებს.

როგორც ანი რეხვიაშვილი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, ირაკლი ოქრუაშვილი და გურამ ჩალაგაშვილი მათ თანაგუნდელ კოტე კემულარიასთან სახლში მიდიოდნენ. დიღომში, ფერაძის ქუჩაზე მათ პოლიციის მანქანებმა გზა გადაუღობა, მოსთხოვეს გაჩერება და ოქრუაშვილი დააკავეს.

მისივე ინფორმაციით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.