ოქროსა და ბრინჯაოს შანსი - ჩხვიმიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება, სადაც ლუხუმ ჩხვიმიანი (60) ფინალშია, თემურ ნოზაძე (60) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჩხვიმიანი ნახევარფინალში ყაზახ ნარბაევს შეხვდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ოქროს მედლისთვის ბელგიელ ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება.

ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ახალგაზრდა თემურ ნოზაძესაც (60), რომელიც მესამე ადგილისთვის მონღოლ ძიუდოისტთან იჭიდავებს.

 

დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი (66) რეპეშაჟში დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.