„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა წარმდგენების სიას ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი დაემატა
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა წარმდგენების სიას ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი დაემატა

Hollywood-ის უცხოური პრესის ასოციაცია ეტაპობრივად ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის ოქროს გლობუსის წამყვანებისა და გამარჯვებულთა წარმდგენების შესახებ. ბოლო მონაცემებით, ამ სიას კიდევ ოთხი მსახიობი დაემატა: Jennifer Aniston, Angelina Jolie, Helen Mirren და Emma Stone.

Enews-ის ინფორმაციით, Aniston-ი და Jolie ერთ სივრცეში მოხვედრას ყოველთვის თავს არიდებდნენ, ამის მიზეზი მსახიობი Brad Pitt-ი იყო. 2004 წელს Mr. & Mrs. Smith-ის გადაღებებისას Pitt-ისა და Jolie-ს უეთიერთობა დაიწყო, თუმცა ამ პერიოდში Pitt-ი დაქორწინებული იყო Jennifer Aniston-ზე.

წლევანდელი დაჯილდოება დაკავშირებულია ქალებთან, რომლებიც ერად იკრიბებიან #MeToo-სა და Time’s Up-ის მხარდასაჭერად.

Aniston-მა გასულ წელს Time’s Up-ის ფონდში 500000 $ გადარიცხა, ხოლო ჯოლი The New York Times-სთან ინტერვიუში შეუერთდა კამპანიას #MeToo.

2018 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტების გამარჯვებულების წარმდგენებისა და წამყვანების სრული სია: ჯენიფერ ენისტონი, ჰოლი ბერი, ქეროლ ბურნეტი, ემილია კლარკი, კელი კლარკსონი, დერენ კრისი, გალ გადოტი, პენელოპა კრუზი, გრეტა გერვინგი, ჰიუ გრანტი, კიტ ჰარინგტონი, ნეილ პატრიკ ჰარისი, კრის ჰემსვორტი, კრისტინა ჰენდრიკსი, ისაბელ იუპერი, ანჯელინა ჯოლი, შირლი მაკლაინი, რიკი მარტინი, ელენ მირენი, სარა ჯესიკა პარკერი, სეტ როგენი, ჯეი ქეი საიმონსი, ემა სტოუნი, შერონ სტოუნი, აარონ ჯეირონ ჯონსონი, ალისია ვიკანდერი, კერი უოშინგტონი, ემა უოტსონი.