"ოქროს გლობუსის" 2018 წლის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
"ოქროს გლობუსის" 2018 წლის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

“ოქროს გლობუსის” 2018 წლის ნომინანტების ვინაობა ცნობილი გახდა.

სასტუმრო “ბევერლი ჰილტონში” გამართულ პრესკონფერენციაზე ნომინანტთა ვინაობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – შერონ სტოუნმა, კრისტენ ბელმა, ალფრედ ვუდარდმა და გარეტ ჰელდუნმა გამოაცხადეს.

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში “ოქროს გლობუსისთვის” სტივენ სპილბერგი, გილერმო დელ ტორო, რიდლი სკოტი, მარტინ მაკდონაჰი და კრისტოფერ ნოლანი იბრძოლებენ.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის “გლობუსის” მოპოვების შანსი აქვთ: მერილ სტრიპს, სალი ჰოუკინსს, ჯესიკა ჩესტეინს, ფრენსის მაკდორმანდსა და მიშელ უილიამსს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: გარი ოლდმანი, ტიმოტე ჩალამეტი, დენიელ დეი ლუისი, ტომ ჰენქსი და დენზელ უოშინგტონი.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში “ოქროს გლობუსისთვის” წელს იბრძოლებენ ფილმები:  “მომმართე შენი სახელით,” “ფოსტა,” “წყლის ფორმა,” “სამი ბილბორდი ებინგ, მისურის გარეთ” და “დანკირკი.”

რაც შეეხება კომედიისა და მიუზიკლის ჟანრის საუკეთესო ფილმების ნომინანტებს, ესენია: “ქალი ფრინველი,” “მოშორდი,” “მე, ტონია,” “დიდებული შოუმენი” და “ზარალის ოსტატი.”

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს გაიმართება.