„ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუის სუარეს მირამონტესი გარდაიცვალა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუის სუარეს მირამონტესი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მირამონტესმა „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა (1959, 1960), „ინტერის“ შემადგენლობაში კი სკუდეტოს სამჯერ დაეუფლა (1963, 1965, 1966).
სუარესმა 1964 წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფეხბურთელის კარიერა კი 1973 წელს „სამპდორიაში“ დაასრულა და დიდ სპორტს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა.
ესპანელი სპეციალისტი წვრთნიდა „ინტერს“, „სამპდორიას“, „კომოს“, „დეპორტივოს“ და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს.