„ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი წლის მეკარედ დაასახელეს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე. მას ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადაეცა.
ამ ჯილდოზე ნომინანტები იყვნენ: ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), იასინ ბუნუ (სევილია), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), მაიკ მენიანი (მილანი), ბრის სამბა (ლანსი), დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბახჩე), ტიბო კურტუა (რეალი), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა) და აარონ რემსდეილი (არსენალი).