ოქროს ბუცი 2018/19 - მესი მბაპეს დაშორდა
ოქროს ბუცი 2018/19 - მესი მბაპეს დაშორდა

„ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ისევ გაზარდა უპირატესობა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპესთან. არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთი გოლის გატანა შეძლო, „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა კი გადაიდო.

ამ მომენტისთვის, ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება –
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 52 (26 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 48 (24 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 40 (20 გოლი x 2.0)
4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 38 (19 გოლი x 2.0)
4. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 38 (19 გოლი x 2.0)
6. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 36 (18 გოლი x 2.0)
7. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი) – 34.5 (23 გოლი x 1.5)
8. ედინსონ კავანი (პსჟ) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. ნიკოლა პეპე (ლილი) – 34 (17 გოლი x 2)
8. დუვან საპატა (ატალანტა) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 34 (17 გოლი x 2.0)
8. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 34 (17 გოლი x 2.0)
16. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 32 (16 გოლი x 2.0)
16. სადიო მანე (ლივერპული) – 32 (16 გოლი x 2.0)
18. მბაიე დიანი (ქასიმფაშა) – 31.5 (21 გოლი x 1.5)
19. ლილიუ (კალიუ) – 31 (31 გოლი x 1.0)
20. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 30 (20 გოლი x 1.5)
20. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი) – 30 (15 გოლი x 2.0)

„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი, ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება.